Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცხეთაში ''ღვინის მუზეუმი'' გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში „ღვინის მუზეუმი" გაიხსნება. პროექტს შპს სამეფო მარანი ახორციელებს. კომპანია გეგმავს კომპლექსის აშენებას, რაც მოიცავს 42 ნომრიან პრემიუმ სეგმენტის სასტუმროს, 500 კაციან რესტორანსა და ღვინის ქარხანას. კომპლექში შედის 3ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოს - 2022 წლის დასაწყისში იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანიას დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი, თუმცა კომპლექსის გახსნის შემდგომ ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 7.4 მლნ ლარია.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით ძალიან საინტერესო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მიმზიდველია იმით, რომ ის სტუმრებს შესთავაზებს ღვინის მუზეუმს, სასტუმროს, რესტორანს. ტურისტები შეძლებენ მიირთვან კომპანიის ქარხანაში წარმოებული უგემრიელესი ღვინო. სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. ჩვენ გვჯერა, რომ კომპლექსი გახსნისთანავე მოიპოვებს პოპულარობას და პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართული და მდგრადი",- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს